„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა თვის ბოლოს გახდება ცნობილი, ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემა „რაკურსში უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება პარტიულ სიას, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას მომდევნო თვეში გააცნობს.
„პრემიერი, შტაბის ხელმძღვანელი დღე და ღამე მუშაობენ, რომ შეცდომა არ იყოს დაშვებული. პარლამენტმა ფორმირება უნდა გაუკეთოს საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას,“ – აცხადებს ქუცნაშვილი.
იქნება თუ არა საარჩევნო სიაში თავად, დეპუტატი არაფერს ამბობს და აღნიშნავს, რომ პარტიის წევრებს აქვთ შეთანხმება, სანამ საბოლოოდ არ შეჯერდება სია, დეტალებზე არ ისაუბრონ.
