ნატო გელაშვილი გარდაცვლილ ძმას დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ერთადერთო. რამდენი რამე მინდა რომ გითხრა.. ჩემი სიხარული და ტკივილი გაგიზიარო… მინდა მოგიყვე როგორი გაუსაძლისი 12 წელი გავიარე უშენოდ… როგორ ვიცვლები და ვბერდები… როგორ აკლია უშენობა ჩემს სულს… როგორ ვერავინ შეძლო შენნაირი სიყვარული … როგორ გეძახი ყოველ ღამე ჩუმად … როგორ გელაპარაკები ცაში საათობით…როგორ მიყვარხარ შენ იცი მარტო.
ჩემს მამუკა გელაშვილს გაუმარჯოს – 56“, – წერს ნატო გელაშვილი.