LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიკლოთ წონაში კუნთოვანი მასის მომატებასთან ერთად?

63

კანადის მაქსმასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპრესდიეტა შექმნეს, რომლის დახმარებითაც ერთდროულად წონის და კუნთოვანი მასის პრობლემებს მოაგვარებთ. ინფორმაციას მეცნიერები ჟურნალ American Hourna of Clinical Nutriton-ში აქვეყნებენ…

გამოკვლევებში მონაწილეობა 40-მა ახალგაზრდა მამაკაცმა მიიღო. მოხალისეები 1 თვის განმავლობაში დიეტოლოგების რეკომენდაციებს ასრულებდნენ. უმეტესობამ ერდროულად წონაშიც დაიკლო, შეინარჩუნა სხეულის ფორმა და ფიზიკურად უფრო ამტანი გახდა.

მეცნიერებმა მოხალისეები ორ ჯგუფად დაყვეს: პირველ ჯგუფს დაბალკალორიული დიეტა შესთავაზეს, ხოლო მეორე ჯგუფს მაღალკალორიული. ექსპერიმენტის დასასრულს ცხიმოვანი მასის დაკარგვის მიუხედავად, პირველი ჯგუფის წევრებმა 1,1 კგ-ით კუნთოვანი მასის მომატება შეძლეს.

რაც შეეხება მეორე ჯგუფს, აქ კუნთოვანი მასის მომატებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც შემცირების ტენდენციები არ შეინიშნებოდა. რაც შეეხება წონაში დაკლებას, ეს სპორტდარბაზებში დატვირთული ვარჯიშების ხარჯზე შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობდა.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ერთი თვის განმავლობაში პირველი ჯგუფის წარმომადგენლებმა საშუალოდ 4,8 კგ დაიკლეს, ხოლო მეორე ჯგუფის წევრებმა 3,6კგ. როგორც მეცნიერები ამბობენ, ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეების ჯანმრთელობა სტაბილურია და არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

გამოკვლევის თანახმად დადგინდა, რომ დაბალკალორიული დიეტა ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად, ყველაზე მეტად ეხმარება ადამიანს წონის პრობლემებთან გამკლავებაში და რაც მთავარია, ძალიან მოკლე დროში, ამასთან ერთად მსგავსი ქმედებები სხეულის ფორმის შენარჩუნებასა და კუნთოვანი მასის განვითარებაშიც გვეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები