LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები მაგდა პაპიძის განაჩენს – „ამ ოჯახშია რაღაც უცნაური, პათოლოგიური…“

281

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გუშინ ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, მოსამართლე 6 ივლისს გადაწყვეტს, რა სასჯელი შეეფარდება მსჯავრდებულს.

მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სოციალურ ქსელებში გამამტყუნებელ განაცენს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, ცნობილი ადამიანების მხრიდან.

გოდერძი შარაშია: „რისთვის იბრძვის მაგდა პაპიძე, რომ გაათავისუფლონ? და ვინ დახვდება სახლში? ექვსი წლის წინ მისაქციელში დედას რომ შვილი შემოაკვდა, იმას ვინ დახვდა, ციხიდან სახლში რომ დაბრუნდა? შესაძლოა, ეს ამბის ლირიკული მხარეა, მაგრამ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო პროცესზე იღლიაში ბიბლია რომ აქვს ამოჩრილი, არც იმის მჯერა – ლირიკის დასასრული“

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მაგდა პაპიძის დის ისტერიკა ვნახე. როგორ კივის, რომ უნდა, პროკურორის შვილი მოკვდეს და დავრწმუნდი, ამ ოჯახშია რაღაც უცნაური, პათოლოგიური. ბურუსით მოცულია მოტივი. როგორ სჯეროდა ქალს, რომ ასეთი სადისტური მკვლელობების შემდეგ, მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას. ესაა ჩემთვის ყველაზე უცნაური და ამოუხსნელი. მე მაინც მგონია, რომ მის ფსიქიკურ მდგომარეობას არ შეიძლება ეწოდოს სტაბილური. ეს არ მჯერა ყველაზე მეტად, თორემ ამ განაჩენში მე მაშინ დავრწმუნდი, გადაცემა რომ გავაკეთე. დაუჯერებელი, მაგრამ რეალობა ესაა“.

ინგა გრიგოლია: არასოდეს არც ერთი პოსტი არ დამიწერია და არც გადაცემა გამიკეთებია ამ მაგდა პაპიძეზე. არა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, უბრალოდ, ემოციურად ვერ ვუძლებ. ესაა ის ერთადერთი შემთხვევა, როცა ჟურნალისტზე წინ ჩემი ემოცია მოდის და მძალავს. აი, ახლაც ვიდეოები ვნახე და ცუდად გავხდი… ვერ მივყვები ამ ტრაგიკულ ისტორიას, ვერც ჟურნალისტის და ვერც ადამიანური პოზიციიდან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g