ზესტაფონის თეატრში, სპექტაკლის დასრულების შემდეგ, რეჟისორ დავით დოიაშვილის განცხადებას – „არა რუსულ კანონს!“, დღეს თბილისის მერი ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ რეჟისორის ამ ქმედებას წინ უძღოდა ბულინგი:
„თქვენ როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერია და კმაყოფილია იმით, რაც თქვა? ამას წინ უძღოდა უდიდესი ბულინგი, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, 11 აპრილს, ზესტაფონის თეატრში, სადაც „ახალი თეატრი“ მაყურებლის წინაშე წარდგა სპექტაკლით „შეყრა“, მსახიობების სცენაზე გამოსვლისა და აპლოდისმენტების შემდეგ, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა აუდიტორიას მიმართა განცხადებით: „არა რუსულ კანონს!“.