LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადავურჩეთ ხანგრძლივ ფრენას – რჩევები გამოცდილი ბორტგამცილებლისგან

151
230125090201-delta-flight-attendant-comforts-passenger-0125

ბრიტანეთის ავიახაზების ბორტგამცილებელმა, რომელსაც ფრენის 24 წლიანი გამოცდილება აქვს, გაამხილა რამდენიმე საიდუმლო თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ კარგი განწყობა და თავი ავარიდოთ სტრესს ყველაზე ხანგრძლივი ფრენების შემდეგაც კი.

ეკიპაჟის სტაჟიანი წევრი კრის მეიჯერი პირველი რასაც ყველას ურჩევს, არის ის რომ ღამის რეისის წინ კარგად წაიხემსონ. ფრენის წინ საკვების მიღება მათ საშუალებას მისცემს, რომ თვითმფრინავში ჭამაზე დრო აღარ დაკარგონ და კარგად დაისვენონ. მან აღნიშნა, რომ ბორტზე სასმლისა და საკვების დარიგება საშუალოდ 2 საათს იკავებს, რაც ბუნებრივია, დასვენების ძვირფას დროს ამცირებს.

ბორტგამცილებლის მეორე რჩევაა, რომ თან იქონიოთ საკუთარი ძილის სათვალე, ბალიში და პლედი, რამეთუ ავიაკომპანიას შესაძლოა ყველა მგზავრისთვის საკმარისი ატრიბუტიკა უბრალოდ არ ჰქონდეს.

ფრენის შემდეგ გამოსაფხიზლებლად მეიჯერი მოწესრიგებას, კბილების გახეხვას და გავლა გამოვლას ურჩევს. გარდა ამისა, ბორტგამცილებელი ფიქრობს რომ მნიშვნელოვანია კუნთების ამუშავება ადგილზე ჯდომის დროსაც, რაც უსაფრთხოების ღვედის მოხსნის გარეშეცაა შესაძლებელი.

დაბოლოს, მეიჯერის აზრით, თუკი მგზავრს რამდენიმე საათიანი გადაჯდომა აქვს, ყველაზე ჭკვიანური სასტუმროს ნომრის დაჯავშნაა, რათა შემდეგ რეისამდე გამოძინება შეძლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები