დღეს იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს თბილისში ჩამოიყვანენ. ყველას, ვისაც რომი-თბილისის რეისით სამშობლოში დღეს დააბრუნებენ, კარანტინში გადაიყვანენ.
საქართველოს 200 მოქალაქის ქვეყანაში ჩამოყვანას ფინანსურად საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
რომის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები უკვე შეიკრიბნენ. იტალიაში მყოფი ქართველები თბილისში 19:30 საათზე დაბრუნდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორტგამცილებლებს ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი, მიეცათ ეკიპირება. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, როგორ გამოიყურებიან ეკიპაჟის წევრები.
„ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ მგზავრები თვითმფრინავში მაქსიმალურად იქნებიან დაცულები და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თუ რომელიმე მათგანი კორონავირუსით დაინფიცირებულია, სხვას არ გადასდოს.