ადამიანის მიერ ყოველდღიურად მიღებული კალორიები სქესის და ასაკის მიხედვით 2000-დან 2600-მდე მერყეობს. ბრაიან შოუ კი 40 წლის ძალიან ჯანმრთელი, აქტიური მამაკაცია, რომლისთვისაც 2600 კალორია ერთი კერძისთვისაც კი ძალიან ცოტაა. შოუს აქტიური ცხოვრება სხვადასხვა ძალოვან შეჯიბრებებზე გამოსვლაა, მან მსოფლიოს უძლიერესი კაცის ტიტული ზედიზედ 4-ჯერ მოიპოვა.
ასეთ ჩემპიონატებში გასამარჯვებლად ბრაიანს ძალიან ბევრი ვარჯიში და სწორი რაციონი ესაჭიროება.
ასობით კილოიანი ტვირთის ასაწევად უძლიერეს მამაკაცს ბევრი საკვები სჭირდება, რაც ათასობით კალორიას და კუნთების საშენებლად საკმარისი რაოდენობის ცილას გულისხმობს.
ის ჩვეულებრივ ადამიანებზე 4-ჯერ მეტს ჭამს
და ეს ისეთი სასიამოვნო არ არის, როგორც შეიძლება ბევრმა იფიქროს. შოუს დიდი გამოწვევების წინ 10 ანდაც 11 ათასი კალორიის მიღება უწევს და ეს საკმაოდ დამღლელი პროცესია.
ის რამდენიმე კილოგრამ ხორცს, ბრინჯს და ხილს მიირთმევს
შეჯიბრის წინ ბრაიანი ერთ ჭამაზე 3 კილომდე ხორცს იღებს, თანაც რაც უფრო ახლოვდება დიდი დღე საკვების მიღების სიხშირეც იზრდება. ერთადერთი საკვები, როცა მას ხორცის მირთმევა არ უწევს საუზმეა და საუზმეზე ის – 8 ან 10 ცალს კვერცხს ჭამს.
მისი საყვარელი მავნე საკვები ჩიზქეიქია
შოუ ცდილობს არაჯანსაღი არაფერი მიირთვას. თუმცა, იმ იშვიათ გამონაკლისებში როცა საკუთარ თავს პატარა სისუსტის გამოჩენის უფლებას აძლევს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცი ჩიზქეიქს მიირთმევს.