მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა ცოტა ხნის წინ საცოლეს, ლორენ სანჩესს ხელი სთხოვა. ლორენ სანჩესი ყოფილი წამყვანი და ბიზნესმენია, რომელზეც ჩვენ საინტერესო ფაქტები შევკრიბეთ.
სანჩესი ამერიკაში დაიბადა, სხვადასხვა წელს დაკავებული იყო განსხვავებული ბიზნესებით, მაგალითად, ფლობდა ვერტმფრენების კომპანიას, რომელიც კინოგადაღებებს ემსახურებოდა. სანჩესმა ბეზოსი ყოფილი ქმრის, პატრიკ უაიტსელის დახმარებით გაიცნო, ეს 2016 წელს მოხდა. უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყო წყვილმა ურთიერთობა, თუმცა, ცნობილია, რომ ბეზოსსა და სანჩესს შორის ინტენსიური მიმოწერა 2018 წლიდან დაიწყო. ბეზოსმა სანჩესს შესთავაზა, გადაეღო რეკლამა კოსმეტიკური კომპანიისთვის, რომელიც ბეზოსის საკუთრებაში ირიცხებოდა. სწორედ ამ დროს გაღრმავდა წყვილის ურთიერთობა და ამ პერიოდში სანჩესმა ბეზოსს ფრენის შიში დააძლევინა. ცნობილ ბიზნესმენს ფრენის შიში ჰქონდა მას შემდეგ, რაც 2003 წელს მისი კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა.
ლორენი 20 წელზე მეტია, რაც საჯარო ფიგურა გახდა. იქამდე მასზე ბევრი არაფერი იყო ცნობილი, ამიტომ მისი ახალგაზრდობის ფოტოების მოძიება რთულია. არსებობს მხოლოდ რამდენიმე საარქივო ფოტო, სადაც სანჩესი მართლაც განსხვავებულია.
54 წლის სანჩესს აქვს მექსიკური წარმოშობა, მას ჰყავს სამი შვილი. 2002 წელს სანჩესი დანიშნული იყო მსახიობ ჰენრი სიმონსზე, რომელსაც მალევე დაშორდა. 2010 წელს ჟურნალმა People ის ყველაზე ლამაზი ადამიანების რეიტინგში შეიყვანა.
„სანჩესის ეფექტი“ – ჯეფ ბეზოსის აქამდე უცნობი ფოტოები, რომლებშიც მისი ცნობა გაგიჭირდებათ