LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი გაზაფხულის სეზონისთვის

144
_____________________

ზამთრის დასრულების შემდეგ ავტომფლობელებმა აუცილებლად უნდა შეამოწმონ რამდენიმე დეტალი და ტექნიკური სითხე. სპეციალისტთა ინფორმაციით, ცივი სეზონის შემდეგ პირველ რიგში საჰაერო და სალონის ფილტრების შეცვლაა გონივრული, რადგან ეს ფილტრები მტვრითა და ჭუჭყით ივსება.

შემდეგ ეტაპზე რეკომენდებულია ანტიფრიზის, მუხრუჭების სითხის და ასევე ძრავის ზეთის შეცვლა. როგორც ექსპერტები აზუსტებენ, ზამთრის პერიოდში გარბენისთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს, რადგან ძრავის ხანგრძლივი გახურება ზეთის ხარისხზე გავლენას ყველა შემთხვევაში მოახდენს. გარდა ამისა, ზამთარში იცვითება საქარე მინის საწმენდი ჯაგრისებიც და მათი განახლებაც არ იქნება ურიგო.

ავტომფლობელებმა ასევე უნდა შეამოწმონ საქარე მინა და ძარის საღებავი. ქვიშა და რეაგენტები, რომლითაც ზამთარში გზებია დაფარული, მანქანის ვიზუალურ მხარეს საკმაოდ აზიანებს.

და ბოლოს, მძღოლებს ურჩევენ კონდიცირების სისტემის შემოწმებას, რომელსაც ზამთარში ნაკლებად იყენებენ. ფრეონის არ არსებობას კომპრესორისა თუ სხვა დეტალების დაზიანება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები