კვების ბლოგერი, დიანა ქველაძე სოციალურ ქსელში ლაგოდეხური გულსართიანი პასკის რეცეპტს გვიზიარებს.
დიანა ქველაძე ამბობს, რომ ნამდვილი ლაგოდეხური პასკა ფურნეში ცხვება.
„მეც და ყველა ლაგოდეხელი, ამ პასკის ტრადიციაზე გავიზარდეთ. დღეს მოვამზადებ და თან გაჩვენებთ როგორ მზადდება ვაშლის, ატმის ჯემის, ნიგვზის და ჰალვის გულსართიანი პასკები“ – ამბობს დიანა ქველაძე.
უგემრიელესი ლაგოდეხური გულსართიანი პასკის რეცეპტი ასე გამოიყურება:
5 კვერცხი
1 შეკვრა ვანილი
500 მლ. რძე
500 გრ. შაქარი
300 გრ. კარაქი
3 ს/კ არაჟანი
30 მლ. ზეთი
1300 გრ. ფქვილი
აპარა
70 გრ. ფქვილი
20 გრ.საფუარი
20 გრ. შაქარი (საერთო ოდენობიდან)
სანელებლები
1ს/კ შაფრანი
1 ჩ/კ დარიჩინი
1ჩ/კ ილი
1ჩ/კ მიხაკი
1ჩ/კ მუსკატის კაკალი
1 ცალი ანისის ვარსკვლავი
100 მლ. კონიაკი
დასამატებლად
300 გრ. ქიშმიში
საფუარი,შაქარი და ფქვილი მოვათავსოთ ჯამში,დავასხათ შემთბარი რძის ნაწილი,150 მლ. გავხსნათ კარგად საფუარი,მოვუაროთ და დაველოდოთ გააქტიურებას 10-15 წუთი
გააქტიურებული საფუარი ,კვერცხი, დავამატოთ რძეში გახსნილი შაქარი,ვანილი და დავიწყოთ ფქვილის დამატება ეტაპობრივად.ცომი ვზილოთ საშუალო სიჩქარეზე.ფქვილს რომ შეიზელს დავამატოთ ზეთი და რბილი კარაქი ნაწილ-ნაწილ
მოზელულ ცომს დავამატოთ ლიმონის და ფორთოხლის ცედრა, ქიშმიში და სანელებლების მიქსი.გადავურიოთ კიდევ ერთხელ და მოვათავსოთ თბილ ადგილზე ასაფუებლად
აფუებული ცომი გადავიტანოთ ფორმებში ,მოვათავსოთ გულსართი,დავაფაროთ ცომი და კვლავ დავაყოვნოთ მანამდე, სანამ ცომი 3/4-მდე შეავსებს ფორმას.
გადავუსვათ კვერცხის გულის და ნაღების ნაზავი და გამოვაცხვოთ ფურნეში ან ღუმელში ზედა-ქვედა წვაზე 45-50 წუთის განმავლობაში ჯერ 180 გრადუსზე, 5 წუთის შემდეგ კი დავუწიოთ 140 გრადუსამდე და ვაცხოთ მზაობამდე.
@dianas.receptor ლაგოდეხური გულსართიანი პასკები @ლიბრე 🥮 🥮5 კვერცხი 🥮1 შეკვრა ვანილი 🥮500 მლ. რძე 🥮500 გრ. შაქარი 🥮300 გრ. კარაქი 🥮 3 ს/კ არაჟანი 🥮 30 მლ. ზეთი 🥮1300 გრ. ფქვილი აპარა 🥮70 გრ. ფქვილი 🥮20 გრ.საფუარი 🥮20 გრ. შაქარი (საერთო ოდენობიდან) სანელებლები 🥮1ს/კ შაფრანი 🥮1 ჩ/კ დარიჩინი 🥮1ჩ/კ ილი 🥮1ჩ/კ მიხაკი 🥮1ჩ/კ მუსკატის კაკალი 🥮1 ცალი ანისის ვარსკვლავი 🥮100 მლ. კონიაკი დასამატებლად 🥮300 გრ. ქიშმიში 🥮საფუარი,შაქარი და ფქვილი მოვათავსოთ ჯამში,დავასხათ შემთბარი რძის ნაწილი,150 მლ. გავხსნათ კარგად საფუარი,მოვუაროთ და დაველოდოთ გააქტიურებას 10-15 წუთი 🥮გააქტიურებული საფუარი ,კვერცხი, დავამატოთ რძეში გახსნილი შაქარი,ვანილი და დავიწყოთ ფქვილის დამატება ეტაპობრივად.ცომი ვზილოთ საშუალო სიჩქარეზე.ფქვილს რომ შეიზელს დავამატოთ ზეთი და რბილი კარაქი ნაწილ-ნაწილ 🥮მოზელულ ცომს დავამატოთ ლიმონის და ფორთოხლის ცედრა, ქიშმიში და სანელებლების მიქსი.გადავურიოთ კიდევ ერთხელ და მოვათავსოთ თბილ ადგილზე ასაფუებლად 🥮აფუებული ცომი გადავიტანოთ ფორმებში ,მოვათავსოთ გულსართი,დავაფაროთ ცომი და კვლავ დავაყოვნოთ მანამდე, სანამ ცომი 3/4-მდე შეავსებს ფორმას. 🥮გადავუსვათ კვერცხის გულის და ნაღების ნაზავი და გამოვაცხვოთ ფურნეში ან ღუმელში ზედა-ქვედა წვაზე 45-50 წუთის განმავლობაში ჯერ 180 გრადუსზე, 5 წუთის შემდეგ კი დავუწიოთ 140 გრადუსამდე და ვაცხოთ მზაობამდე 😍🫶 #ლაგოდეხურიპასკა #დიანასპასკა
♬ original sound – Diana’s Receptor
