LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე ავტომობილში? წაუსვით მზისგან დამცავი კრემი

106
1366x768_cmsv2_bcd52388-5a4e-58f

ალბათ ყველას გამოგვიცდია აუტანელი სიცხე, როდესაც მანქანაში ჯდებით მას შემდეგ, რაც ის საათობით მზეზე იდგა.

ავტომობილის საღებავები, როგორც წესი, მზადდება მასალისგან, რომლის მოლეკულებიც მზის სხივების ზემოქმედებისას ვიბრირებს და სითბოს გამოყოფს, რაც ტემპერატურას ამაღლებს.

არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის სან დიეგოს სამედიცინო სკოლის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ავტომობილის დაფის ტემპერატურა მცხუნვარე მზეზე შეიძლება 70 გრადუს ცელსიუსამდე ავიდეს.

იაპონური ავტომწარმოებელი Nissan ქმნის ავტომობილის საღებავს, რომელსაც შეუძლია ავტომობილის გაგრილება.

Nissan-ის გამაგრილებელი საღებავი შეიცავს მეტამასალას ორი მიკროსტრუქტურირებული ნაწილაკით – ერთი ბლოკავს და ასახავს მზის სხივების ახლო ინფრაწითელ სხივებს, ხოლო მეორე სითბოს ელექტრომაგნიტურ ტალღებად გარდაქმნის და დედამიწის ატმოსფეროს ზემოთ არსებულ კოსმოსში გამოყოფს.

ეს ხელს უწყობს ტემპერატურის შენარჩუნებას.

ტესტის შედეგები: 12 გრადუსით უფრო დაბალი

კომპანია აცხადებს, რომ ეფექტი განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც მანქანა მზეზე დიდი ხნის განმავლობაში დგას.

ის ასევე ხელს უწყობს კონდიცირების საჭიროების შემცირებას და ძრავის, ხოლო თუ ელექტრომობილზე ვსაუბრობთ, აკუმულატორის დატვირთვის განტვირთვას.

თეთრი საღებავი ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები