შემზარავი ტრაგედია თბილისში – ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე ერთი ოჯახის სამი წევრი გარდაცვლილი იპოვეს.
„ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო… წამებში გადმოვარდა ბავშვი, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი…“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ისანში მომხდარ ტრაგედიაზე
„დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე, გავიგე ძლიერი დაცემის ხმა.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო.
ადგილობრივები თბილისში წუხელ მომხდარ შემზარავ ტრაგედიაზე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრობენ:
„როდესაც გავიხედე ეზოში ძალიან ბევრი პოლიციელი იყო, იყო სამი გვამი, დაახლოებით ღამის 3 საათი იქნებოდა“, – ამბობს მეზობელი „ფორმულასთან“.
„სამი ადამიანია გარდაცვლილი, პატარა ბავშვი და ცოლი და ქმარი. როგორც ჩემმა შვილმა მითხრა, ღამით რაღაც ყვირილის ხმა იყო.
მერე თვითონაც არ იცის. რაღაცას ყვიროდნენო და კედელზე აბრახუნებდნენო…“ – ამბობს ადგილობრივი „ფორმულასთან“.
თბილისში სამი ადამიანი: მშობლები და შვილი გარდაცვლილი იპოვეს – არსებული ინფორმაციით, მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა
თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო.