LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება საქართველოში არჩევნების დღეს: უახლოესი დღეების პროგნოზი

230
BeFunky-collage (5)

არჩევნების დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, უახლოეს დღეებში თბილი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება.

„26-30 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსი იქნება.

28 – 29 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს, დანარჩენ დღეებში კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

31 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.

თბილისში 26-27 და 29-31 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

28 ოქტომბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +18 გრადუსამდე დაიკლებს“, – ვკითბულობთ აგრემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები