დათუნა მგელაძე და ნინო ფუტკარაძე შვილს ელოდებიან, თუმცა ჯერჯერობით პატარას სქესს საჯაროდ არ ამხელენ. შვილს ოქტომბრის ბოლოსკენ ელოდებიან.
დათუნა მგელაძე ჟურნალ „სარკეს“ საკუთარი ემოციებისა და შვილის მოლოდინის შესახებ ესაუბრება:
„ჩვენი სიყვარულისთვის ეს პერიოდი ყველაზე ლამაზია. როგორ შეიძლება ვთქვა, რომ ახლა ყველაზე მეტად მიყვარს, ის ყოველთვის თავდავიწყებით მიყვარდა, თუმცა ახლა ვგრძნობ, რომ ამის იქით ნამდვილად აღარ არის სიყვარული.
ამზადებთ თავს მამობისთვის? გეფიქრებათ, როგორი მამა იქნებით?
სულ ვფიქრობ, მაგრამ ვერ ვხვდები, როგორი მამა გამოვა ჩემგან. ალბათ, როცა შვილს ხელში ავიყვან, მაშინ მივხვდები ყველაფერს. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ალბათ, გიჟი მამა უფრო ვიქნები, ამაში სიფრთხილეს ვგულისხმობ, სულ იმაზე ვიფიქრებ, რომ უსაფრთხო გარემო იყოს ბავშვისთვის…“
ფოტო: დათუნა მგელაძე შვილს ელოდება
როგორ შეეჩვია დათუნა მგელაძე ოჯახურ ცხოვრებას: „ნინოსთვის ნამდვილად არ შემიმჩნევია ეჭვიანობა…“