ჰარდი-დეპის სასამართლო ბოლო დროის ყველაზე აქტუალური თემაა. ბოლო რამდენიმე კვირაა მედია პროცესზე გაჟღერებულ შოკის მომგვრელ განცხადებებს ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებს. როგორც ჩანს, აღნიშნული საკითხით არც მეტი არც ნაკლები, ამერიკის ექს-პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც დაინტერესებულია.
ექს-პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სკანდალურ პროცესს პოსტი მიუძღვნა, როგორც მას სჩვევია, განცხადებაში ბევრი სარკაზმი და ირონია იყო.
„უყურებთ ჰარდი-დეპის სასამართლო პროცესს? როგორი შესანიშნავი წყვილი. დეპმა ჰარდს იმ სტატიისთვის უჩივლა, რომელიც არავის წაუკითხავს. მსოფლიომ მათი მჩქეფარე ცხოვრებისა და ურთიერთობის შესახებ, აშკარად სწორედ ამ პროცესებიდან შეიტყო. დაისადგურებს მათ შორის კვლავ მშვიდობა?“, – ამბობს ტრამპი.
ჯონი დეპი „გაფაქტულია“ – ემბერ ჰარდმა სასამართლო პროცესზე სკანდალური ფოტოები გამოაჩინა