LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრიალა 2 დოლარიანი, ბევრი იცინა, მიირთვა მარმელადი და ხატა კომიქსები – ჯონი დეპი სასამართლო პროცესზე უჩვეულოდ იქცეოდა

2175
Untitled.pngsdfsd

ჯონი დეპისა და ემბერ ჯარდის სასამართლო პროცესის მე-10 დღეს დეპი საოცრად ხალისიან განწყობაზე იმყოფებოდა. ის ჯერ ფანებს შეხვდა დიდი სიხარულით, შემდეგ კი პროცესზე გამუდმებით იღიმოდა. უჩვეულო იყო მისი „რეკვიზიტები“. ჯონი ორ დოლარიანს აფრიალებდა, ხელში ბობ მარლის წიგნი, Exodus ეჭირა, მიირთმევდა ყავას და მარმელადებით იტკბარუნებდა პირს.

„შენ ყველაფერი წამართვი, ჩემი სისხლიც გინდა? აჰა, აიღე!“ – ჯონი დეპი ემბერს ევედრება დანა აიღოს და დაჭრას

„თუ არ წავედი, აქ იქნება სისხლიანი ბრძოლის ველი!“ – დეპი-ჰარდის დიალოგი

ჩვენებებს შორის ფოტოგრაფებმა მოახერხეს მისი საქმიანობის აღბეჭდვა, 58 წლის დეპი სკანდალურ პროცესზე კომიქსებს ხატავდა. ამ დღეს მსახიობს ლურჯი კოსტიუმი ამშვენებდა, რომელსაც მან ლურჯ და წითელ ფერებში ჰალსტუხი შეუხამა.

„თუ არ წავედი, აქ იქნება სისხლიანი ბრძოლის ველი!“ – დეპი-ჰარდის დიალოგი 

ვიდეო: „ემბერს სააბაზანოში ვემალებოდი, ეს წლები გრძელდებოდა“ – ჯონი დეპის მორიგი სკანდალური ჩვენება 

რაც შეეხება დეპი-ჰარდის საქმის ვერდიქტს, ის ჯერ გამოტანილი არ არის, თუმცა მკაფიოდაა გამოკვეთილი ემბერ ჰარდის არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა. სასამართლო პროცესი კი კვლავ გრძელდება, შესაბამისად წინ ბევრი აღიარება, სკანდალური განცხადება და საინტერესო დეტალები გველოდება.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები