LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი უნდა მოვამზადოთ მარტივად უგემრიელესი და ნოყიერი საუზმე – რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან

501
page

ფორტუნას „დილის სტუმარი“ შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილია, რომელმაც მსმენელს რჩევები მისცა, როგორ მოამზადონ დილით მარტივად უგემრიელესი და ნოყიერი საუზმე. 

რა იგეგმება ახალი თქვენი საქმიანობის კუთხით უახლოეს მომავალში?

ვგეგმავთ საირმესა და ბათუმში ფესტივალების ჩატარებას, რადგანაც პანდემიის პერიოდია, ვცდილობთ ქუჩის გასტრონომიის დანერგვას, რათა ადამიანებმა გარეთ გართობა მოახერხონ.

რაიმე მარტივი კერძის რეცეპტი შემოგვთავაზეთ,

ტკბილი ყიყლიყოს მარტივ რეცეპტს გაგიზიარებთ, ამისთვის დაგჭირდებათ 2 ნაჭერი პური, 1 კვერცხი, 100 გრ რძე, შაქრის პუდრი, დარიჩინი და ბანანი.

რძე და კვერცხი უნდა აითქვიფოს ერთად, შემდგომ პურები კარგად ჩავალბოთ ამ მასაში, კარგად რომ გაიჟღინთოს, შემდგომ კი ზეთში შევწვათ. შემწვარი პურები დარიჩინისა და შაქრის პუდრაში ამოვავლოთ. ამასობაში კარაქში შევწვათ ბანანი და პურებს შორის, სენდვიჩივით ჩავალაგოთ.

კლასიკური გოზინაყი ექიმი და კულინარიული ბლოგერის, ნინო შარაშენიძისგან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები