როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში გაწევრიანების წლევანდელ ნომინანტთა სია ცნობილია.
გაირკვა, რომ დარბაზის ახალ წევრებს, 17 პრეტენდენტს შორის გამოავლენენ.
წელს მუზეუმში შესაყვანად ისეთი ბენდებისა და შემსრულებლების კანდიდატურები განიხილება, როგორებიც არიან:
- The Black Crowes
- ჯეფ ბაკლი
- მერაია ქერი
- ფილ კოლინზი
- მელისა ეთერიჯი
- ლორინ ჰილი
- ბილი აიდოლი
- INXS
- Iron Maiden
- Joy Division/New Order
- New Edition
- Oasis
- პინკი
- Sade
- შაკირა
- ლუთერ ვანდროსი
- Wu-Tang Clan
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულთაგან ათმა ნომინაცია დარბაზის წევრობაზე პირველად მიიღო. ესენი არიან – გარდაცვალებიდან 28 წლის შემდეგ – ჯეფ ბაკლი, ფილ კოლინზი, მელისა ეთერიჯი, ლორინ ჰილი, INXS, New Edition, პინკი, შაკირა, გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ – ლუთერ ვანდროსი და Wu-Tang Clan.
ფილ კოლინზი ნომინანტთა შორის სოლო შემსრულებლის სტატუსითაა წარდგენილი. ის, როგორც ჯგუფის – Genesis ერთ-ერთი წევრი დარბაზში, 2010 წელს შევიდა.
მეორედ მიიღეს ნომინაციები – The Black Crowes-მა, ბილი აიდოლმა და Sade-მ.
მერაია ქერი და ,,ოაზისი” კანდიდატთა შორის მესამედ დასახელდნენ. პირველად მომღერალსა და ბენდს ნომინაცია 2024 წელს, ხოლო მეორედ, შარშან მიენიჭათ.
ასევე მესამედ არიან ნომინირებული – Iron Maiden და Joy Division/New Order.
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალი წევრების ოფიციალური სია, აპრილში გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი 1986 წელს, განსაკუთრებით როკ ინდუსტრიაზე დიდი გავლენის მქონე მომღერლების, პროდიუსერების და მუსიკაში სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების ისტორიების შესანახად დაფუძნდა. დადგენილი წესის მიხედვით, დარბაზში მოსახვედრად, არტისტების კანდიდატურა სადებიუტო ნამუშევრის გამოსვლიდან, მინიმუმ 25 წლის შემდეგ განიხილება.