LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე რომ არ გამომივიდეს ვიღაცების „გაპრავება“ ირაკლი კობახიძე და ზაქარია ქუცნაშვილი თავად გააკეთებენ განმარტებებს

272
კახა კალაძე

მე რომ არ გამომივიდეს ვიღაცების „გაპრავება“ და ასე შემდეგ, თვითონ ყველაფერს ახსნიან და ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, ვის ეკისრება მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა ირაკლი კობახიძემ , კალაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე და ზაქარია ქუცნაშვილი თავად გააკეთებენ განმარტებებს.

„ირაკლი ახლა არ იმყოფება საქართველოში, როდესაც დაბრუნდება, არ ვიცი დღეს შეიძლება ჰქონდეს ჩართვა სატელევიზიო ეთერებში, განმარტავს ყველაფერს, ასევე ორგანიზატორი ვინც იყო, ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, განმარტავს ყველაფერს, თუ როგორ უნდა წარმართულიყო , ვინ სად უნდა მჯდარიყო , ვის უნდა წაეყვანა და ასე შემდეგ,“-განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის განცხადებით, „ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ასე დაგეგმილი ნამდვილად არ იყო და ასე არ უნდა მომხდარიყო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g