LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ არა ოჯახური თერაპია, ჩვენ უკვე დიდი ხნის განქორწინებულები ვიქნებოდით“ – პინკი

191
safe-image

გარდა იმისა, რომ პოპ-არტისტ პინკს წარმატებული კარიერა აქვს, მისი პირადი ცხოვრებაც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. წელს პინკმა და მისმა მეუღლემ, ყოფილმა მბრბოლელმა, ქერი ჰარტმა ქორწინების 14 წლის იუბილე აღნიშნეს. მომღერალის განცხადებით, მათ ოჯახის შენარჩუნებაში ოჯახური თერაპია დაეხმარა.

„დროთა განმავლობაში ცოლ-ქმარი სხვადასხვა ენაზე იწყებს საუბარს და საჭირო ხდება არსებობდეს რაღაც, რაც ორივეს სათქმელს გაიგებს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე და კერი კვლავ ერთად ვართ, ეს ოჯახური თერაპიაა, რომ არა ის, ჩვენ უკვე დიდი ხნის განქორწინებულები ვიქნებოდით“,– განაცხადა ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, 40 წლის პინკი და 44 წლის ჰარტომი ერთად 2001 წლდან არიან. 2008 წელს წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ მათ ურთიერთობა მაინც აღადგინეს. ისინი ორ შვილს ზრდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები