LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ქვეყანა, სადაც ცოლები ქმრებს სექსმუშაკებთან სიარულის უფლებას აძლევენ

119
A man wearing a face mask walks past a signboard of a bar in the Kabukicho district, amid the coronavirus disease (COVID-19) outbreak in Tokyo, Japan, July 14, 2020. REUTERS/Kim Kyung-Hoon

იაპონელ ქალბატონთა უმრავლესობა წინააღმდეგი არ იქნება, თუკი მათი პარტნიორი მეძავთან უღალატებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ გოგონებმა ცნობილ ბლოგერს Takashi ქუჩის გამოკითხვის დროს უამბეს.

Takashi რომელიც სხვა თვალით დანახული იაპონიის შესახებ იღებს ვიდეოებს, ქუჩაში ერთი კითხვით გავიდა: „ითვლება თუ არა სექსმუშაკთან ინტიმური კავშირი ღალატად?“.

პასუხად გოგონათა უმრავლესობამ განაცხადა, რომ სულაც არ არიან წინააღმდეგი თუკი მათი შეყვარებულები ან ქმრები ამ გზით გართობას გადაწყვეტენ. ზოგიერთმა ისიც კი თქვა, რომ ურჩევნიათ პარტნიორებმა ეს სერვისი გამოიყენონ, ვიდრე ჩვეულებრივ ქალებთან უღალატონ.

სკანდალურმა ვიდეომ 7 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. აშშ-სა და ევროპის მცხოვრები გაოგნებულები დარჩნენ იაპონელთა დამოკიდებულებით. როგორც ჩანს დასავლური კულტურა იაპონურისგან მკვეთრადაა განსხვავებული, დაასკვნეს ინტერნეტ-მომხმარებლებმა პოსტის კომენტარებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები