LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველაზე არასაიმედო ყველგანმავალი

127

JD Power-ისა და Consumer Reports-ის სპეციალისტებმა სხვადასხვა პიკაპისა და ყველგანმავალის მძღოლი გამოკითხეს და მათგან მექანიკურად ყველაზე გაუმართავი და არასაიმედო მოდელები დაასახელეს.

კვლევის შედეგად, 2018 წლის შვიდი ყველაზე არასაიმედო პიკაპი და ყველგანმავალი გამოვლინდა.

JD Power-მა და Consumer Reports-მა 35 000 ავტომფლობელი გამოკითხეს. შედეგად ყველაზე არასაიმედოდ ერთბაშად ორი მოდელი – Chevrolet Suburban და GMC Yukon XL დაასახელეს. მათი ტექნიკური მხარე თითქმის იდენტურია. ცოტათი საიმედოა Jeep Cherokee, თუმცა ძრავი და დამატებითი განათება არასაიმედოა. ხოლო ინტერიერი საშუალოდ შეფასდა.

აუტსაიდერების სამეულს Jeep Grand Cherokee ასრულებს.

ყველაზე არასაიმედო პიკაპებისა და ყველგანმავლების პირველ ხუთეულში ასევე Nissan Pathfinder და Infiniti QX60, Land Rover Range Rover Sport, Ram 2500 და 3500 შედიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები