LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ჩინელების აზრით?

124
რომელია ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ჩინელების აზრით

კროსოვერი Aito M9 ჩინეთში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილად აღიარეს. ბრენდი Aito-ს მოდელმა, რომელიც Huawei-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, არაერთ კრაშ-ტესტში მიიღო მონაწილეობა და ჩინურ ავტომობილებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა – 93,9%. ჩინური გამოცემების ინფორმაციით, ექსპერიმენტის ჩასატარებლად დამოუკიდებელი ჩინური ორგანიზაციის სპეციალისტებმა საბაზისო კომპლექტაციის Aito M9 Max BEV ანონიმურად შეიძინეს.

სრული ზომის კროსოვერი ჩინეთში როგორც სრულად ელექტრონული, ასევე ჰიბრიდული ვერსიითაა ხელმისაწვდომი. M9 469,8 ათასი იუანი ღირს, ხოლო 496 ძალის ჰიბრიდის ფასი 509,8 ათასი იუანიდან იწყება.

ცდებში მონაწილეობა ელექტრონულმა ვერსიამ მიიღო და უსაფრთხოების თვალსაზრისით 93,9% დაიმსახურა, რაც 11,2%-ით უფრო მეტია ვიდრე ბოლო სამი წლის საშუალო მაჩვენებელი და 2,6%-ით მეტი ვიდრე წინამორბედი რეკორდსმენის Li Auto L9-ის მიერ დაფიქსირებული შედეგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები