LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო მეორე შვილს ელოდება: ისევ სუროგატი დედისგან

23

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო მეორედ გახდება მამა.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სუროგატი დედის მომსახურებას გამოიყენებს.
ხმები რონალდოს მეორე ბავშვზე მარტის დასაწყისში დაირხა, როდესაც „სელტასთან“ გატანილი გოლი აღნიშნა: ბურთი მაისურს ქვემოთ ამოიჩრა.
90min.com-ის მონაცემებით, რონალდომ აუცილებელი საბუთების გაფორმების საკითხში პროგრესს მიაღწია. კრიშტი კვლავ სუროგატ დედას დაიხმარს. საბოლოოდ ყველაფერი შობისთვის გადაწყდება, როდესაც ფეხბურთელი აშშ-ში წავა.
როგორც იცით, სამგზის „ოქროს ბურთის“ მფლობელი უკვე ზრდის ბიჭს, რომელიც ქვეყანას ხელოვნური განაყოფიერების შედეგად 2010 წელს მოევლინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები