LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს დიდი გეგმები: მილიონები სასტუმრო ბრენდში

22

მადრიდის ”რეალის” სუპერფეხბურთელი და სუპერშემოსავლიანი კრიშტიანო რონალდო სასტუმროების ქსელ CR7-ში 37 მილიონ ევროს დააბანდებს. ეს იქნება ისტორიაში პროფესიონალი ფეხბურთელის მხრიდან ყველაზე დიდი ინვესტიცია.

რონალდო და სასტუმროების ოპერატორი Pestana SGPS SA დაახლოებით 75 მლნ ევროს ჩადებენ ოთხ ოტელში, რომელიც საერთო ჯამში 400 ნომერს გააერთიანებს. პირველი ორი სასტუმრო 2016 წელს გაიხსნება პორტუგალიაში: ლისაბონსა და რონალდოს მშობლიურ მადეირაზე. კიდევ ორი 2017 წელს მადრიდსა და ნიუ-იორკში გამოჩნდება.

ეს ყველაზე დიდი პროექტია ჩემ ცხოვრებაში, რომელიც ჩემი და ჩემი ბიჭის მომავალს უზრუნველყოფს – უთხრა რონალდომ Bloomberg-ს. ”ეკიპის” ცნობით, სასტუმროების ქსელი რონალდოს ბრენდ CR7-ს სახელს ატარებს.

კრიშტიანო რონალდოს ბრენდი Forbes-ის ვერსიით 2015 წელს ყველაზე ძვირადღირებული გახდა ფეხბურთელებს შორის და მერვე სპორტსმენებს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები