LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ყველაზე ბედნიერი მომენტი: ჩვენ ისტორიად ვიქეცით

20

„დღეს ჩვენ პორტუგალიის ისტორიად ვიქეცით” – ინტერნეტში კრიშტიანო რონალდოს სიტყვა გავრცელდა, რომელიც მან ევრო 2016-ის მოგების შემდეგ წარმოთქვა. მადრიდის ”რეალის” ვარსკვლავი, რასაკვირველია, უზომოდ გახარებული იყო.

”პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო მთავარ მწვრთნელს, მის გარეშე ჩვენ ამას ვერ შევძლებდით. მადლობა ყველა ფეხბურთელს, დამხმარე პერსონალს, ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ გამარჯვებაში.

ჩვენი არავის სჯეროდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით! ყველამ ერთად! ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ამ წუთას არ მახსოვს არც ინდივიდუალური ჯილდოები, არც გამარჯვებები ჩემპიონთა ლიგაზე. დღეს, ახლა, აქ არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი.

მე უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ ვიტირე. ჩემმა ძმამ მთხოვა დავმშვიდებულიყავი, მე კი ვუპასუხე, რომ არ შემიძლია.
თუ გინდათ ასჯერ გავიმეორებ ან ჩემს შვილს დავიფიცებ -ამ წუთას ყველაზე ბედნიერი ვარ.
ამ ჯილდოს მოგებასთან იმდენჯერ ვიყავით ახლოს…
გმადლობთ მისთვის ყველას, და პირადად თქვენ, ფერნანდო! (ფერნანდო სანტუში, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი). თქვენმა რწმენამ მიგვაღწევინა ამ გამარჯვებამდე. ჩვენ პორტუგალიის ისტორიაში შევედით”, – განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანომ ევრო 2016-ის ფინალში ტრავმა მიიღო და იგი 25-ე წუთზე შეცვალეს. გამარჯვების გოლი საფრანგეთის კარში შეხვედრის 109-ე წუთზე ედერმა გაიტანა. ეს პორტუგალიის პირველი საერთაშორისო ტიტულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები