LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუს ჰაკერებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების კუთვნილი ათასობით ელექტრონული წერილის მოპარვაში ადანაშაულებენ

78
Untitled design (1)

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მორიგ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს.

ამერიკული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ სავარაუდოდ, რუსმა ჰაკერებმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების ელექტრონული ფოსტები გატეხეს და ათასობით წერილი მოიპარეს.

politico-სა და New York Post-ის ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა, სავარაუდოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ორი რეგიონის თანამშრომლების ელექტრონულ ფოსტებზე განახორციელეს თავდასხმა.

საუბარია ევროპის, ევრაზიის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის დეპარტამენტების თანამშრომლების კუთვნილ ციფრულ ინფორმაციაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტში კიბერშეტევის მასშტაბებზე არ საუბრობენ, თუმცა მედიის ცნობით, დეპარტამენტები, რომლებზეც კიბერშეტევა განხორციელდა, ნატო-სთან და აშშ-ის ევროპელ პარტნიორებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მუშაობენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ დეპარტამენტი სერიოზულად ეკიდება პასუხისმგებლობას, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების ინფორმაცია და მუდმივად ზომებს იღებს ინფორმაციის დაცვის უზრუნვლყოფის მიზნით, აქედან გამომდინარე, სწორედ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის არ შეუძლიათ სავარაუდო კიბერუსაფრთხოების ხასიათი ან მასშტაბები გაასაჯაროონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g