LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსებმა მიკოლაევი S-300 რაკეტებით დაბომბეს – მაშველებმა 11 წლის ბავშვი გამოიყვანეს, რომელიც ნანგრევებში 6 საათს იმყოფებოდა“: გუბერნატორი

38
E4CB3819-F744-4F95-A80E-633C23085723

„რუსულმა ძალებმა მიკოლაევი წუხელ S-300 რაკეტებით დაბომბეს“, – ამის შესახებ მიკოლაივის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი Telegram არხზე იუწყება.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად განადგურებული 5-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს, რომელმაც ნანგრევებში 6 საათი გაატარა.

მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას რადარებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

„ხუთსართულიან კორპუსზე დარტყმა განხორციელდა, ნანგრევებიდან 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს, ბავშვმა ნანგრევების ქვეშ 6 საათი გაატარა, ახლა მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. მაშველები კიდევ 7 ადამიანს ეძებენ.“– განაცხადა ვიტალი კიმმა და დასძინა, რუსებმა მიკოლაევს S-300 ტიპის 8 რაკეტა ესროლეს.

მოგვიანებით ასევე კიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოზარდი საავადმყოფოში დაიღუპა.

ბაიდენი: რუსეთი ვერ შეძლებს რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლას, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს 143 ქვეყანა დადგა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g