LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსებმა ზუსტად იცოდნენ თუ ვის ესროდნენ. როგორც გამოცდილება აჩვენებს, მათ ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი მებრძოლების სიები“ – სააკაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

121
მიხეილ სააკაშვილი

„რუსებმა ზუსტად იცოდნენ თუ ვის ესროდნენ. როგორც წინა გამოცდილება აჩვენებს, მათ დღევანდელი ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი მებრძოლების და აქტივისტების სიები“, – ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის facebook გვერდზე გავრცელდა.

როგორც ექსპრეზიდენტი აცხადებს, ეს საქმე კარგად იქნება გამოსაძიებელი, თუ ვინ გადასცა კონკრეტულად თამაზის (გინტური) გვარი.

„თამაზ გინტურის დაცხრილული მანქანა“ – დავით ქაცარავა ოკუპანტების მიერ მოკლული მოქალაქის ავტომობილის ფოტოებს აქვეყნებს

სააკაშვილის თქმით, რუსეთი ჩვენი ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს საქართველოში ანტიევროპული და პრორუსული პროპაგანდისთვის იყენებს.

პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.

„კიდევ ერთხელ თამაზ გინტურზე – რუსების მიერ გამოგდებული ვიდეოდანაც კარგად ჩანს, რომ თამაზი იყო ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, რომელმაც გმირობა ჩაიდინა.

რუსებმა ზუსტად იცოდნენ თუ ვის ესროდნენ. როგორც წინა გამოცდილება აჩვენებს, მათ დღევანდელი ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი მებრძოლების და აქტივისტების სიები და ეს საქმე კარგად იქნება გამოსაძიებელი, თუ ვინ გადასცა კონკრეტულად თამაზის გვარი და კიდევ, პატრიარქის განცხადებამ გარკვეულწილად გამოასწორა მდგომარეობა, თუმცა მღვდელმსახური, რომელმაც ქართულ მიწაზე ოკუპანტების პრიმატი გამოაცხადა, ეკლესიაში დარჩა, ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნება.

პატრიარქი თამაზ გინტურის მკვლელობაზე: „ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია“ 

მკვლელი ოკუპანტების გვარებს ჩვენ დავადგენთ და ისინი უკიდურესი ფორმით აგებენ პასუხს. როდესღაც საქართველოს ჰქონდა ამის თავი და შესაძლებლობა და ასეთ თავდასხმებს იმიტომაც ვერ გვიბედავდნენ.

„პრიორიტეტი იქნება ის, რომ გამოვლენილი დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცნენ და განხორციელდეს შესაბამისი დევნა“ – შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული თამაზ გინტურის მკვლელებზე

დაუსჯელობის სინდრომი, რაც ახალისებს, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, გინტურის და სხვა ტრაგედიებს და მღვდლის განცხადებები კი ყველაფერ ამის „გაპრავებას“ ემსახურება.

ანდრია ჯაღმაიძე: თამაზ გინტური იმ ბევრი გულანთებული ადამიანიდან ერთ-ერთია, რომლის გაფრთხილებასაც ვცდილობდი – ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ

სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენი ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს საქართველოში ანტიევროპული და პრორუსული პროპაგანდისთვის იყენებს.

საქართველოს ეკლესია ტრადიციული, პატრიოტული ფასეულობების მატარებელია და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში აღკვეთავს ამ რუსულ მანიპულაციებს!“, – აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.

„ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი“ – ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ

პოპულალურები