უკრაინის ქალაქ დნიპროში, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ეხმიანება.
დნიპროში რუსი დამპყრობლების ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
როგორც ის Twitter-ზე წერს, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
„რუსეთის არაჰუმანური აგრესია პირდაპირ ესხმის თავს მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს. ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – წერს ბორელი Twitter-ზე.
Another Russian missile attack hit Ukrainian cities yesterday. Russia’s inhumane aggression directly targets civilians, include children.
There will be no impunity for these crimes.
The EU will continue supporting Ukraine, for as long as it takes. #Dnipro— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) January 15, 2023
„ნანგრევების ქვეშ ხალხია“ – რუსებმა დნიპროში 9-სართულიან კორპუსს რაკეტა ესროლეს