LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა: უკრაინული მედია

69
უკრაინა

რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა დონბასში სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვია, რასაც შედეგადაც უკრაინელი სამხედროების დაღუპვა მოჰყვა. აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მოხსენების თანახმად წერს.

„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. გარდა ამისა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში, ერთი ჯარისკაცი დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, აფეთქების შედეგად დაიღუპა,“- აღნიშნულია შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა.

„7 აპრილს, დილის 7 საათის მონაცემებით, საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ გამწვავდა. უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე, პრორუსი მებრძოლების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის გახშირებულ დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს.

რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა: უკრაინული მედია

შეერთებული შტატები უკრაინის საზღვართან პროვოკაციებზე ოფიციალური მოსკოვისგან განმარტებებს ითხოვს

რუსეთი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის და მათ შორის, საფრთხეს არც უკრაინისთვის  წარმოადგენს: დიმიტრი პესკოვი

 

magti 5g