LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის პატრიარქის მილოცვა სვეტიცხოველში რუსულად წაიკითხეს

143

საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მისი აღსაყდრების 40 წლისთავი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მიულოცა.

მილოცვის ტექსტი რუსმა მღვდელმთავარმა, სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირების მილოცვებისგან გასხვავებით, ორიგინალ ენაზე – რუსულად წაიკითხეს. მილოცვის ტექსტს თან ახლდა თარგმანიც.

„4 ათეული წლის წინ ღვთის ნებითა და საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, თქვენ ახვედით სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქთა ტახტზე. მთელი ამ წლების განამვლობაში მაცხოვრის შეწევნით თქვენ აღასრულეთ მაღალი მსახურება. როდესაც შეუდექით საპატრიარქო მსახურებას თქვენ იყავით ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მღვდელმთავარი. თქვენი სიტყვა ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია,” – აღნიშნა პატრიარქმა კირილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები