LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად საქართველო აშშ-სგან 35 მილიონ დოლარს მიიღებს

96
BeFunky-collage (9)

რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისა და კიდევ 15 ქვეყნისთვის გამოყოფილი 713 მილიონი დოლარიდან საქართველო 35 მილიონს მიიღებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემული ექსკლუზიური კომენტარის თანახმად:

„საქართველო მიიღებს 35 მილიონს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერთავდაცვა“.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ამ თანხის გამოყოფის შესახებ ცნობა 24 აპრილს გაუგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები