LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა და ჩინეთმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის კამპანია გააძლიერა: ევროკავშირი

116
Untitled design

დეზინფორმაციის გავრცელებისთვის რუსეთი, ამჯერად უკვე ჩინეთთან ერთად, კიდევ ერთხელ ხვდება ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

აღნიშნული სახელმწიფოების მიერ, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, გასაკვირი არ არის, რომ პანდემიის ეპოქაში ვაქცინაციას უკავშირდება.

“2021 წლის დასაწყისიდან, გაძლიერდა სახელმწიფოების ხელშეწყობით დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია. ყალბი ამბების მიზანია, წინ წამოწიოს საკუთარი წარმოების კოვიდვაქცინები და არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს დასავლურ ვაქცინებზე.” – ვკითხულობთ ევროკავშირის მიერ განხორციელებული საინფორმაციო პროექტის, EuvsDisinfo-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

როგორც ევროკავშირის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, ჩინეთის ოფიციალურმა მედიასაშუალებებმა, ასევე კრემლის მომხრე მედიამ, ინტენსიური გახადა ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელშიც საუბარია დასავლური წარმოების ვაქცინების სავარაუდო გვერდით მოვლენებზე.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყალბი ამბები უკავშირდებოდა “ფაიზერისა” და “ბიოენტექის” მიერ წარმოებულ ვაქცინასაც –  მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ “ფეიკ” ნიუსებში აღნიშნული იყო, რომ მას უკავშირდებოდა გარდაცვალების შემთხვევები ნორვეგიაში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში.

“პოტენციური ვაქცინის გვერდით მოვლენებზე ასეთი შერჩევითი ხაზგასმა და კვლევის დადებითი შედეგების უგულებელყოფა, დასავლურ ვაქცინებს წარმოაჩენს, როგორც საფრთხისშემცველს და აძლიერებს საზოგადოების ინტერესს ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე – როგორც ალტერნატივაზე.” – აღნიშნულია EuvsDisinfo-ის ანგარიშში.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ კრემლის მომხრე მედია აქტიურად ადევნებს თვალს საერთაშორისო მედიის რეპორტაჟებს, რომლებშიც დასავლური ვაქცინების საეჭვო გვერდით მოვლენებზეა საუბარი და მაგალითად მოჰყავს “ასტრაზენეკა” – ანგარიშში ნათქვამია, რომ მარტის დასაწყისიდან, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყველა მედიაპლატფორმა ინტენსიურად აშუქებდა ინფორმაციას “ასტრაზენეკასა” და თრომბოემბოლიას შორის კავშირზე.

 

“ფორტუნას” მასალები EuvsDisinfo-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებზე შეგიძლიათ ასევე წაიკითხოთ აქ:

2020 წელს გავრცელებული დეზინფორმაცია: ევროკავშირი ყალბი ამბების რეიტინგს აქვეყნებს

ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით, გერმანია რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის მთავარი სამიზნეა

 

 

 

magti 5g