რუსთავი-გარდაბნის გზაზე მამაკაცს მანქანის მართვის დროს გულის შეტევა დაემართა. ის ხეს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე სამართალდამცველები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
