LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი-თბილისის ავტობანზე 2 ქვეითს ტრაილერი დაეჯახა – დაიღუპა ერთი ადამიანი

184
Untitled design

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ ავტობანზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ორ ქვეითს ტრაილერი დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე დაშავებული „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში პოლიტრავმებით შეიყვანეს და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები