LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში მოკლული პირი ყოფილი დეპუტატი და გენერალი სამსონ ქუთათელაძეა

92

რუსთავში. ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს, ყოფილი დეპუტატი და გენერალი სამსონ ქუთათელაძეა. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები  იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება. მოკლულის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ჯერ არ გამოუსვენებიათ. ქუთათელაძის მკვლელობის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. დანაშაულის მოტივი უცნობია.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სოსო ქუთათელაძე 1964 წელს დაიბადა. 1991 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2001 წლამდე მსახურობდა საჩხერის ბატალიონში; 2001 წლიდან – ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში; 2004-2006 – წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი. 2008 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. გენერალი სოსო ქუთათელაძე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ასევე სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში. იყო ბრიგადის გენერალი, მინიჭებული ჰქონდა აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება, ასევე საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები