LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი გარემონტდა

335

“საქართველოს ბანკის” ფონდმა „სიცოცხლის ხე“ ქალაქ რუსთავში, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, რომლის საერთო ფართი 114 კვ.მ-ია, გაარემონტა, ამასთან ბავშვთა სახლს საჩუქრად გადასცა ავეჯი, საგანმანათლებლო და მხატვრული წიგნები. საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში, ასევე მოეწყო საგანმანათლებლო სივრცე, სამკითხველო და ეზო.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ბანკიდან აცნობეს, რუსათავის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ამჟამად 6-დან 18 წლამდე ასაკის 6 მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრობს. ბენეფიციარებს, ბავშვთა სახლი 24-საათიან მომსახურებას უწევს, მომსახურებაში შედის კვებაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობაზე დასვენებაზე და სეზონურ ტანსაცმელზე ზრუნვა.

ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო”-ს, რომლის მიზანია ბავშვების ოჯახებში რეინტეგრაცია და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ”საქართველოს ბანკის” ფონდმა, ჯერ კიდევ 2009 წელს საჩუქრად გადასცა კეთილმოწყობილი და სრული ინვენტარით აღჭურვილი ბინა. 2009 წლიდან დღემდე სახლში 17 მზრუნველობამოკლებული ბავშვი გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები