LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული მედია: ჟირინოვსკის თავის ტვინის ანთება განუვითარდა

3624
ვლადიმი

ვლადიმირ ჟირინოვსკის თავის ტვინის ანთება განუვითარდა  – ინფორმაციას რუსული გამოცემა lenta.ru ტელეგრამის არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟირინოვსკის პარტიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი ოქსიგენოთერაპიაზეა, ჟანგბადი მიეწოდება მაღალი დინების ვენტილატორის გამოყენებით და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

მედია: ჟირინოვსკი ჰოსპიტალიზებულია

ამ ინფორმაციების პარალელურად, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ კოვიდინფიცირებული ვლადიმერ ჟირინოვსკი ოთხშაბათს, 2 თებერვალს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვლადიმირ ჟირინოვსკი კოვიდის წინააღმდეგ უკვე 7-ჯერ აიცრა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები