LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი იმიტომ ჩამოდის, რომ უარყოს შედეგები და ისედაც ძალიან არამყარი დემოკრატიული ჩარჩო კიდევ უფრო შეარყიოს: ნატალი საბანაძე

174
sabanadze-2

მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ყველა განცხადება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს – დემოკრატიული ჩარჩოდან გამოვიდეთ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, ნატალი საბანაძემ განაცხადა.

ის ფიქრობს, რომ სააკაშვილი საქართველოში იმიტომ კი არ ჩამოდის, რომ „წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს და არჩევნების გზით რამე როლი შეიტანოს, არამედ ჩამოდის, მერე რომ უარყოს შედეგები და ის ძალიან არამყარი, მაგრამ მაინც არსებული დემოკრატიული ჩარჩო კიდევ უფრო შეარყიოს“.

„რა თქმა უნდა, დააშორებს, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ყველა განცხადება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს – დემოკრატიული ჩარჩოდან გამოვიდეთ. გზა ცვლილებისკენ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, არის მხოლოდ არჩევნები, ეს არ არის გარეთ გამოსვლა, ეს არ არის შტურმი, შეტევა. ამ ესთეტიკიდან საქართველო უნდა გამოვიდეს.

ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაცია ვერ ხდება, იმიტომ, რომ ყოველთვის ვუბრუნდებით ამ გზას. რეალურად აუცილებელია შეიცვალოს ეს დამოკიდებულება და დაინერგოს თამაშის წესები, რომელზეც ყველა შევთანხმდებით, მოგვწონს ეს თუ არა და ვიმუშავებთ ყველა პოლიტიკური აქტორი ამ თამაშის წესების მიხედვით. დემოკრატიული თამაშის წესი არის არჩევნები, არის მაქსიმალურად დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა, სამართლიანობის უზრუნველყოფა არჩევნების კონტექსტში. სააკაშვილი თავისი რიტორიკით ყოველთვის საუბრობს ამ ჩარჩოდან გამოსვლაზე, მისი გზა რჩება რევოლუციური, მისი გზა რჩება კონტრპროდუქტიული. დღეს ქართულ სახელმწიფოს ეს ნამდვილად არ სჭირდება.

ჩემთვის, ასევე, საინტერესოა ის ფაქტი, სააკაშვილი ჩამოდის 2 ოქტომბრის დღის ბოლოს, ის იმისთვის კი არ ჩამოდის, რომ თუნდაც წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს და არჩევნების გზით რამე როლი შეიტანოს, არამედ ჩამოდის, მერე რომ უარყოს შედეგები და ის ძალიან არამყარი, მაგრამ მაინც არსებული დემოკრატიული ჩარჩო კიდევ უფრო შეარყიოს. ეს არ არის ქვეყნის ინტერესში”,-განაცხადა ნატალი საბანაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g