LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: „რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის გაღვივებას, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ!“

148
მიხეილ სააკაშვილი

„რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ!“, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მესამე პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო სია „გამარჯვების კოალიციამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად უნდა ჩამოაყალიბონ.

„ძალიან ბევრს ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს საკეთილდღეოდ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ვზრდით მეგობრების წრეს“ – ხაბეიშვილი შტატებში ვიზიტზე

„რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას (ეს სუფთა რუსული ტექნოლოგიაა) მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ!

საარჩევნო სია „გამარჯვების კოალიციამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად უნდა ჩამოაყალიბონ უკვე არსებული დემოკრატიული ტრადიციით, პარტიის წევრების მიერ ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრით.

ეს საშუალებას მოგვცემს სერიოზულად განვაახლოთ პოლიტიკური სპექტრი. ჩვენ არ დავკარგავთ არც ერთ დღეს არსებულ ხმას, არამედ პირიქით, გავაფართოებთ ჩვენს საარჩევნო ბაზას.

მინდა შეგახსენოთ, რომ 2003 წლის არჩევნების წინ, დიდი ოპოზიციური არხები ყველაზე ნაკლებად „ნაციონალურ მოძრაობას“ სწყალობდნენ, მაგრამ ჩვენ გამოგვყვა ხალხი, რადგან სწორედ ჩვენ განვასახიერებდით რეჟიმთან შეურიგებლობას და ჩვენ გვქონდა მომავლის ყველაზე სწორი ხედვა.

„ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით“ – ფავლენიშვილი პარტიიდან მელიას წასვლაზე

მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ეს რეჟიმი ვერასდროს გაგვტეხს და ჩვენ აუცილებლად ფართოდ გავშლით ჩვენს ხედვას და რაც მთავარია, ხალხმა იცის, მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ!“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ენმ გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ ახალ პარტიას აფუძნებს.

ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები