LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: „თბილისში ოჯახმა რომ იცხოვროს, საჭიროა 6 ათასი ლარი – ძალიან ბევრი ცხოვრობს 50-იდან 300 ლარამდე ხელფასამდე – 300 ლარით როგორ უნდა იცხოვრონ?“

143
მიხეილ სააკაშვილი

„2016 წელს, არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი თვალცრემლიანი წარდგა აუდიტორიის წინაშე, როდესაც დაინახა, რომ არჩევნებს აგებდა. გითხრათ, რომ მომეცით ერთი წელი და ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს გამოვასწორებ, კარგი ბიჭი გავხდები ისევ, თუმცა სამჯერ და ოთხჯერ გაძვირდა [ყველაფერი] მას შემდეგ, რაც ივანიშვილი გამოვიდა. როდესაც 8 ნოემბერს გამოვიდა ხალხი, მაშინაც იყო ძალიან ბევრი სოციალური საკითხი, მაგრამ სად ის სიტუაცია და სად ეს“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მისი გასამართლება, სწორედ ამიტომ ხდება.

„თქვენ გახსოვთ, რომ 2016 წელს, არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი თვალცრემლიანი წარდგა აუდიტორიის წინაშე, როდესაც დაინახა, რომ არჩევნებს აგებდა. გითხრათ, რომ მომეცით ერთი წელი და ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს გამოვასწორებ, კარგი ბიჭი გავხდები ისევო. რა მოხდა 2018 წლის შემდეგ? გავიდა თითქმის 6 წელიწადი.

მოხდა ის, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი საბანკო სესხის პროცენტი და ყველაზე დიდი საბანკო მოგება მსოფლიოს მასშტაბით. მოხდა ის, რომ თუ უნდა თბილისში ოჯახმა იცხოვროს, საჭიროა 6 ათასი ლარი. წარმოიდგინეთ, რაზეა საუბარი. ამასობაში 300 ათასამდე ადამიანს მხოლოდ 800 ლარამდე აქვს შემოსავალი. ძალიან ბევრი ცხოვრობს 50-იდან 300 ლარამდე ხელფასამდე.

300 ლარით როგორ უნდა იცხოვრონ? როგორ უნდა იცხოვრონ იმ სიტუაციაში, როდესაც, პრაქტიკულად, სამჯერ და ოთხჯერ გაძვირდა [ყველაფერი], მას შემდეგ, რაც ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სამჯერ გაძვირდა ხორცი, სხვა პროდუქტები.

რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის – ამზადებენ გადატრიალებას ეკლესიაში – მიხეილ სააკაშვილი

ვამაყობ, რომ ბათუმი, როგორც ქალაქი სრულფასოვნად ჩამოვაყალიბე, მაგრამ ამის უბედურება ის არის, რომ [ბათუმში] სრულფასოვნად რომ იცხოვროს ადამიანმა, სჭირდება 5 900 ლარი. ერთ ადამიანს მინიმუმ 1700 ლარი სჭირდება. ეს არის საერთაშორისო ფონდების გამოკვლევები, ეს არ არის ჩემი მოგონილი.

რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც საქართველოში ცხოვრების დონე, ქირის დონე, საბანკო პროცენტები უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანი, ვიდრე ასტანაში, ყაზახეთის ნავთობმომპოვებელი ქვეყნის უძვირეს დედაქალაქში. თბილისი უფრო, ძვირია ვიდრე ასტანა. თბილისი უფრო ძვირია, ვიდრე ანკარა და სტამბოლი. როგორ შეიძლება რამეზე საუბარი, როდესაც ასეთი შედეგი მივიღეთ. ამიტომ, ძალიან მარტივია სიტუაცია.

უნდა შევძლოთ, რომ გავაუქმებინოთ საპენსიო სესხები. მადლობელი ვარ, რომ ასობით ათასმა ადამიანმა შეაგროვა ხელმოწერები ჩემს გასათავისუფლებლად. ამას ითხოვს ევროპარლამენტი და ევროპელი მთავრობები, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა შევაგროვოთ ხელმოწერები იმისათვის, რომ გავაუქმოთ საპენსიო სესხები.

ეს არის ყველაზე არაადამიანური, ჯალათური ფორმა. იმის მაგივრად, რომ ადამიანებს მიეცეთ ნორმალური სიბერე, პრაქტიკულად, ყელში აქვთ ხელი წაჭერილი. 300 ათასი უმუშევარი გვყავს. იმას ვისაც, სამუშაო აქვს, გარანტია არ აქვს, რომ ხვალ და ზეგ უკეთესი პირობები იქნება.

დავაწესოთ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება იმიტომ, რომ არც ერთი ქართველის შემოსავალი არ იყოს 1000 – 1500 ლარზე ნაკლები. ეს არის რეალური საარსებო მინიმუმი საქართველოში. როდესაც 8 ნოემბერს გამოვიდა ხალხი, მაშინაც იყო ძალიან ბევრი სოციალური საკითხი, მაგრამ სად ის სიტუაცია და სად ეს.

ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის დაგვპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, დამატებით 400 ათასი ქართველი გავიდა საქართველოდან. ამიტომ ხდება ჩემი გასამართლება. იმიტომ არის რუსული რეჟიმი ასეთი საშიში“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g