LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის განცხადება, რომ ქართულ პოლიტიკაში მარტო თვითონ და ბიძინაა, ორპროლუსიანობის ღია დამკვიდრებაა: შალვა ნათელაშვილი

92
ნათელაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა „სხვა პარტიებს საქართველოში პულსი აღარ ესინჯება“, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. შალვა ნათელაშვილის თქმით, „ექსპრეზიდენტის განცხადება, რომ ქართულ პოლიტიკაში ფაქტობრივად მარტო თვითონ და ბიძინაა იმ ორპროლუსიანობის ღია დამკვიდრებაა, რომლის წყალობითაც მის მიერ ოლიგარქისთვის დათმობილი ძალაუფლება მეათე წელია არ ბრუნდება ქვეყნის კანონიერ მესაკუთრე ქართველ ხალხთან“.

თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ 2 წუთში უპრობლემოდ: მიხეილ სააკაშვილი

„პარტიებს პულსი, რომ არ ესინჯებოდეს და არ ვიბრძოდეთ ეს რეჟიმი ამ წუთისათვის ჩამოშლილი არ იქნებოდა, ხოლო მანამდე, ჩვენც არანაკლები პატივით მიგვიღებდნენ ამერიკა-ევროპაში, როგორც პოლიტდევნილებს, საიდანაც ენამზე, მწვავე განცხადებებს პერიოდულად გავაკეთებდი ელისეის მინდვრებიდან“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები