LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლება განახორციელებს მხოლოდ ორ შემთხვევაში“ – პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე 

298
ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, რომელმაც 9 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობაზე იმსჯელებს.

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ „არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე იკვეთება მოტივები, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღოს“.

მისივე განმარტებით, „ხელისუფლება სააკაშვილის გათავისუფლებას მხოლოდ ორ შემთხვევაში განახორციელებს, თუ რეალურად არის მოსალოდნელი სააკაშვილის ამ ეტაპზე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ლეტალური შედეგი ან თუ ხელისუფლებაზე განხორციელდება ზეწოლა, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე დასავლეთისგან“.

თუ სასამართლო არ გაითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, მოგვიწევს შესაძლებელი და შეუძლებელი გავაკეთოთ, რათა გადავარჩინოთ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე: ანა წითლიძე

„თუ გავითვალისწინებთ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, არამარტო ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთ, განცხადებები რაც კეთდება, ეს კომპლექსური თემაა და ისეთი მოტივები ჩნდება, რომ ხელისუფლება თითქოს, დიდი ალბათობით მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გაუშვან საზღვარგარეთ სამკურნალოდ. 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლება განახორციელებს მხოლოდ ორ შემთხვევაში: ერთი – თუ რეალურად მოსალოდნელია ლეტალური შედეგი. ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს, რომ ექსპრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს. თუ ეს რეალობაა, მაშინ ის ამას გააკეთებს.

მეორე – ზეწოლა არამარტო ქვეყნის შიგნიდან. არც ისეთი ძლიერი ტალღაა სააკაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად დასავლეთის მიმართულება, რომელიც არამარტო სააკაშვილთან დაკავშირებით აწარმოებს ზეწოლას ხელისუფლებაზე, არამედ იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში მიდის და საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული პრობლემები ამ მხრივ უჩნდება.

დღის წესრიგში არ დგას მაგრამ, ივანიშვილის დასანქცირების თემა გაჩნდა, გაჩნდა ასევე სხვა პრობლემებია ხელისუფლების.

ბოლო პერიოდში ხშირად ისმის, არამარტო ხელისუფლების, არამედ სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტებისგან, რომ 2-3 თვეში შეიძლება კრიტიკული მომენტი დადგეს. მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მაგრამ ეს 2 ან 3 თვე შეიძლება იყოს პერიოდი, როდესაც ეს საკითხი მოგვარდება და გადაწყდება“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძე.

ნინო ლომჯარია: სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს სულ მცირე სასჯელის გადავადებას

მიხეილ სააკაშვილი მოცილებული უნდა იქნეს ამ გარემოს და საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი: თენგიზ წულაძე

„ვივამედის“ დირექტორი სააკაშვილზე: იღებს მხოლოდ სასურველ საკვებს, ისიც მხოლოდ სასურველ დღეებში ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ – არ ჭამს

„მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება“ – გიული ალასანია “ვივამედის” განცხადებაზე

„შემოსვლის დროს, უფრო მეტს იწონიდა.. რატომ უნდათ, პაციენტი რეანიმაციაში მოხვდეს და კიდევ უარესი შედეგი დადგეს, ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს“ – „ვივამედის“ დირექტორი საკუთარ განცხადებას განმარტავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები