LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის სასამართლო სხდომაში მონაწილეობა დისტანციურად ჩართვის ან სხდომის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვით არის შესაძლებელი: შალვა პაპუაშვილი

36
შალვა პაპუაშვილი

სააკაშვილის სასამართლო სხდომაში მონაწილეობა დისტანციურად ჩართვის ან სხდომის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვით არის შესაძლებელი – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მმართველი გუნდის წევრის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის თაობაზე პენიტენციური სისტემა პროცედურებს სრულად მიჰყვება.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილს სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს, რისი უზრუნველყოფაც მისი დისტანციურად ჩართვის ან სასამართლო სხდომის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვის ფორმით არის შესაძლებელი.

„სასამართლოს წინაშე წარდგომის სამი ფორმა არსებობს. ერთი, ეს არის ფიზიკურად დარბაზში ყოფნა. მეორე, სასამართლო დარბაზში – ოღონდ დისტანციურად ჩართვის მეთოდით და მესამეა სასამართლო პროცესის სასჯელაღსრულების დარბაზში გამართვა.” – აცხადებს პაპუაშვილი

მისი თქმით, სამივე ეს ფორმა განსასჯელის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და სამივე ფორმა მისი დაცვის უფლების სრულ განხორციელებას წარმოადგენს.

“ჩვენ მოვისმინეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ამ სამი ფორმიდან ორი – დისტანციური ჩართვა ან პროცესის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვა შესთავაზეს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება დეპუტატების შიმშილობის აქციას, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, „პროტესტის ფორმები მათი გადასაწყვეტია, თუმცა ეს სწორი ფორმა არ არის.

„არგუმენტების წარმოდგენის ნაცვლად, ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება და გადაწყვეტილების მიღების იძულება, არ მგონია, რომ სწორი ფორმა იყოს“, – დასძინა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g