LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილისთვის პირველ რიგში გარემოს შეცვლაა საჭირო.. ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი – ექიმი თენგიზ წულაძე

331
BeFunky-collage (10)

ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა თენგიზ წულაძემ დღეს სახალხო დამცველის ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა და სამედიცინო კონსულტაციები უტარდება, მაგრამ ეს გარემო საკმარისი არაა იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეირო-ფსიქოლოგიური და ფსიქიკური რეაბილიტაცია, შესაბამისად, ექიმის თქმით, სააკაშვილისთვის „პირველ რიგში გარემოს შეცვლაა საჭირო“.

აბულაძის განმარტებით, საქართველოში ამ მდგომარეობის მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ იმ გარემოში, სადაც არის, ძალიან რთულია, რადგან პაციენტი იმ გარემოში მიწოდებულ ფსიქოლოგიურ დახმარებას არ იღებს.

ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარემოს შეცვლა სჭირდება, თუმცა აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაცის გაცემა მისი პრეროგატივაა არაა და ის მხოლოდ სამედიცინო მდგომარეობაზე საუბრობს.

,,მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ არსებულ გარემოში არის ძალიან რთული განსახორციელებელი.

პაციენტი არ იღებს მისთვის მიწოდებულ არანაირ ფსიქოლოგიურ და ნეიროფსიქოლოგიურ დახმარებას. მე საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციას ვერ გავცემ, ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას, რომ ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი, როგორ უნდა დარეგულირდეს და გადაწყდეს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, ჩემი აზრით, პირველ რიგში გარემოს შეცვლაა საჭირო.

მიხეილ სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა და სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ ეს გარემო საკმარისი არაა იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეირო-ფსიქოლოგიური და ფსიქიკური რეაბილიტაცია. ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის. ის უარს ამბობს ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს ცილოვანი შიმშილი“, – აღნიშნა თენგიზ წულაძემ.

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილს ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია

ვიდეო: გამოიჩინეთ თქვენი ჰუმანურობა. ვაჩუქოთ ადამიანს სიცოცხლე – ლაპარაკია დღეებზე…ყოველდღიურად მიდის სიკვდილის ქრონიკა: მიხეილ სააკაშვილის მამა სალომე ზურაბიშვილს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g