LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გამოიჩინეთ თქვენი ჰუმანურობა. ვაჩუქოთ ადამიანს სიცოცხლე – ლაპარაკია დღეებზე…ყოველდღიურად მიდის სიკვდილის ქრონიკა: მიხეილ სააკაშვილის მამა სალომე ზურაბიშვილს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

564
ნიკოლოზ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტს და ბიძინა ივანიშვილს სთხოვს გამოიჩინონ მეტი ჰუმანურობა, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინონ. „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას ნიკოლოზ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა ქრისტიანულად მიუდგეს ამ საკითხს, გადააბიჯოს ცნებას „არასოდეს“ და აჩუქონ ადამიანს სიცოცხლე.

ნიკოლოზ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს: კლავთ მიშას?

უკრაინაში მებრძოლი ქართველები, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნის თხოვნით, პრეზიდენტ ზელენსკის წერილით მიმართავენ: ეკა ხერხეულიძე

„ქალბატონო სალომე. თქვენ დღეს შეგიძლიათ შეხვიდეთ ისტორიაში და გახდეთ ისტორიული პიროვნება. გადააბიჯეთ… არ ვიცი ეს შიშია, მორიდება თუ რაღაცის არ პატიება?! მოდით გადავაბიჯოთ ამ ცნებას, არასდროს და არასოდეს. მე, როგორც მამა მოგმართავთ მთელი ოჯახის სახელით. ქრისტიანულად მიუდექით ამ საკითხს და ვაჩუქოთ ადამიანს სიცოცხლე.

მინდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც მივმართო. გამოიჩინეთ თქვენი ჰუმანურობა. მინახავს თქვენი კადრები, როგორ ეფერებით თქვენს შვილებს, შვილიშვილს. მოდით ის გრძნობა, რომელიც იმ კადრებში მინახავს, გამოხატეთ დღევანდელი სიტუაციის მიმართ და გადავარჩინოთ მიშას ჯანმრთელობა. მთავარი ახლა მიშას სიცოცხლეა. ლაპარაკია დღეებზე, შეიძლება თვეებზეც არა. ყოველდღიურად მიდის სიკვდილის ქრონიკა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილია მამა.

უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა – პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

magti 5g