LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა აცანცარებული მიწოდა, აცანცარება და ცანცარი რომელს უფრო შეგვეფერება, ხალხმა გადაწყვიტოს: თენგიზ ცერცვაძე

626
1583948115-ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, რომ სააკაშვილმა მისი გვარი გუშინ შეურაცხმყოფელ ფორმაში ახსენა.

პატივს ვცემ მიხეილ სააკაშვილს, როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ამიტომ, არ მინდა, არაკორექტულად ვუპასუხო. მაგრამ ყველა ხვდება, სიცრუე ის იყო, რაც მან ბრძანა, – აცხადებს ცერცვაძე.

“თქვა, რომ ქედს იხრის გმირი ექიმების წინაშე, რომ არ დაეკარგა ამომრჩეველთა ხმები და ამავე დროს მან ამოარჩია ის სამი ექიმი, პაატა იმნაძე, ლევან რატიანი და მე, რომლებიც პირველივე დღეებიდან არა ფრონტის წინა ხაზზე, არამედ წინა ხაზის წინ ვიდექით” აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

“ხალხი განსჯის, რამდენად დაუჯეროს ბატონ მიხეილს, რომ არ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა, ჩვენი საექიმო საქმე და ვმონაწილეობდით რაიმე შეკრებებში ან მით უმეტეს, სიცრუეს ვეუბნებოდით მოსახლეობას”

“ჩემი გვარი ახსენა ცოტა შეურაცხმყოფელ ფორმაში, აცანცარებული ცერცვაძე და აცანცარება და ცანცარი რომელს უფრო შეეფერება, მე თუ ბატონ მიხეილს, ხალხმა გადაწყვიტოს” – თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სააკაშვილი ჩადგა იმ რიგებში, ვისაც სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა. ვისაც სწყინს და აღიზიანებს, თუ ქვეყანაში რამე კარგი ხდება და უხარია, თუ რამე ცუდი ხდება“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ „სამთავრობო ექიმები იმის მაგივრად, რომ დაკავებული იყვნენ, ტელევიზორში არიან გამოკერებული და ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები