LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილს შეიძლება ვაპატიო მე რაც დამმართა, მაგრამ ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერც გამცემლიძეს, ვერც თეთრაძეს, ვერც აფხაზეთს და ვერც სამაჩაბლოს” – ვიქტორ ჯაფარიძე

222
BeFunky-collage - 2022-12-14T014323.113

სააკაშვილს შეიძლება ვაპატიო მე რაც დამმართა, მაგრამ ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერც გამცემლიძეს, ვერც თეთრაძეს, ვერც აფხაზეთს და ვერც სამაჩაბლოს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის და “ხალხის ძალის” წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სიტყვები (მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში) უკან არ მიაქვს და თვლის, რომ სააკაშვილი ყველაზე უარესს იმსახურებს.

“მიშა სააკაშვილმა იმდენი ცოდვა ჩაიდინა ამ ქვეყანაში, რომ მისთვის მე არაფერი კარგი არ მემეტება. შეიძლება ვაპატიო მე რაც დამმართა, ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერც გამცემლიძეს, ვერც თეთრაძეს, ვერც აფხაზეთს, ვერც სამაჩაბლოს. იმის მაგივრად, რომ ყოველ დღე ბოდიშები ეხადა, ჩამოვიდა კონტეინერით, რომ უბედურება მოუწყოს ქვეყანას, 300 ათასი კაცი პატიმარი ჰყავდა.

მე არაფერი უკან არ მიმაქვს, არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, არ მეცოდება-მეთქი, მეტი როგორ გითხრათ, დაანებეთ თავი მიშა სააკაშვილს, შეეშვით ამ ხალხს, დააცადეთ ცხოვრება. მიშაზე უფრო მძიმე ავადმყოფები არიან საავადმყოფოში, ასეთი ლაჩარი პრეზიდენტი რომ გყავთ, არ გრცხვენიათ? – მე მრცხვენია, გვარამია ზის კაცურად, ხმას არ იღებს. ვინ ტიროდა ასე, “ვაიმე დედიკო მიშველე”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ამავე თემაზე:

„მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში“ – დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი და მიეცით სათანადო მკურნალობის საშუალება” – დევიდ მაკალისტერი

„ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტად გართულდეს, რის სანაცვლოდაც უნდა იქნეს მოპოვებული თავისუფლება“ – რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები: რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

“იციან, რომ ხვალ სააკაშვილის ხილვა მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე” – მელია ბრეგაძის განცხადებას პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები